1 პროექტის სახელი:გულგრილობა
2 პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაიაზრებენ და შეისისხლხორცებენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ყოველდღგიურ ცხოვრებაში.
3 პროექტის სრული აღწერა
მასწავლებელი პირველივე გაკვეთილზე უზრუნველყოფს მოსწავლეების შეხვედრას სამართალდამცველთან,რომელიც მიაწვდის მოსწავლეებს
ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს მოქალაქის მიერ მასზე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალის არ შესრულებას.
მოსწავლეები ნახავენ სიუჟეტს, რომელიც შეეხება საგზაო მოძრაობის წესებს. სიუჟეტის ნახვის შემდეგ შეიძლება მოხდეს სიუჟეტის განხილვა და დებატები ადამიანთა გულგრილობასთან დაკავშირებით.
მოსწავლეები განიხილავენ მოქალაქრეობრივ პასუხისმგებლობას გარემოს გაუფრთხილებლობისა და საკუთარი ქალაქის დაბინძურების შესახებ გაიხსენებენ რეალურ სიტუაციებს პირადი ცხდოვრებიდან და იმსჯელებენ საკუთარი ქმედებების არაკანონიერებაზე სამართალდამცველის დახმარებით.
იმიოსათვის რომ მოსწავლეებმა შეიტყონ იმის შესახებ თუ ადამიანები, როგორ ასრულებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, ორგანიზებას გაუკეთებენ შემდეგ სტრუქტურებთან შეხვედრებს:პატრულის თანამშრომლებთან, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებთან, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან და გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მათგან შეიტყობენიმ კანონდამრღვევთა პროცენტულ მაჩვენებელს რომელიც მათი კვლევებით გვიჩვენებს კანონდაუმორჩილებელთა რაოდენობას მოსახლეობაში.
მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს და თვითონ გამოიკითხავენ არსებულ თემში, თუ რამდენად ემორჩილება ადგილობრივი მოსახლეობა კანონებს,რატომ არის მნიშვნელოვანი საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, ქალაქის სისუფთავის შენარჩუნება და ქალაქში არსებული მწვანე ზოლის გაფრთხილება და მოვლა. გამოკითხვასთან ერთად შესაძლებელია ჩაიწეროს ინტერვიუ რესპოდენტებთან ან გადაღებული იქნას ფოტოები გამოკითხვის დროს.
გამოკითხვის ჩატარების და საჭირო სტრუქტურებთან შეხვედრის შემდეგ,მოსწავლეები მოამზადებენ და ანგარიშს მოხდება შედეგების შეჯერება პრეზენტაცია.
4 მონაწილეთა ასაკი:
13-14 წლის VIII-IX კლასი
5 ვადები/ ხანგრძლივობა:
სამი კვირა.
6 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
გამოკითხვა, ინტერვიუ,დებატები,შეხვედრები
7 მოსალოდნელი შედეგები:
მას შემდეგ რაც მოსწავლეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იმის შესახებ თუ როგორია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყოველდგიურ ცხოვრებასი და როგორ ასრულებენ მოქალაქეები საკუტარ მოვალეობებს, მოსწავლეები უფრო კანონმორჩილნი და პასუხისმგებელნი გახდებიან.მომავალი თაობა აღარ იქნება გულგრილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესრულებისას.
8 სარგებელი სხვებისთვის:
ადამიანები გახდებიან უფრო ფრთხილნი და დაკვირვებულნი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესრულებისა.
9 სამუშაო ენა
ქართული
10 პროექტის ფასილიტატორი;
რუსთავის ი.ჭავჭავაძის სახ.#1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე ნარიმანიძე
11 ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
elenenari@gmail.com